logo
ENG



კობახიძე: ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე მთლიანად უარი აქვს ნათქვამი

22 მაი 202422:17
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/22/05yi9099srltd5d.jpg

როგორც იურისტმა, შემიძლია ვთქვა, რომ ვენეციის კომისიას საერთოდ აქვს პროფესიულ ღირსებაზე მთლიანად უარი ნათქვამი. უბრალოდ უხერხულობას ვგრძნობდი, როგორც იურისტი, როცა ვკითხულობდი ამ დოკუმენტს, იმდენად უსუსური იყო ის სახე, რომელიც აჩვენა ვენეციის კომისიამ ამ დოკუმენტი სახით. არაფერი აქვთ სათქმელი და უბრალოდ არის სავსე აბსურდული ჩანაწერებით და ტყუილებით, მათ შორის, უამრავი სიცრუეა დოკუმენტში და ამ სიცრუესთან ერთად არის სრულიად აბსურდული სამართლებრივი მსჯელობა ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე.


close დახურვა