logo
ENG



კობახიძე: ვინ იქნება თავმჯდომარე, არსებითად არაფერს ცვლის, მთავარია, ნაცმოძრაობა დასუსტდეს

19 იან 202300:32
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: ვინ იქნება თავმჯდომარე, არსებითად არაფერს ცვლის, მთავარია, ნაცმოძრაობა დასუსტდეს

ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, "დიდი განსხვავება არაა, ნიკა მელია იქნება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თუ ლევან ხაბეიშვილი". ამის შესახებ მან იმედი LIVE-ში ისაუბრა.

კობახიძის თქმით, "ვინ იქნება ფორმალური თავმჯდომარე ნაცმოძრაობაში, არსებითად არაფერს შეცვლის და მთავარია, პროცესები განვითარდეს პარტიის დასუსტების მიმართულებით".

"დიდი განსხვავება ჩვენთვის არ არის, თავმჯდომარე მელია იქნება თუ ხაბეიშვილი, უბრალოდ ერთი არის უფრო ბოროტი, მეორე უფრო კომიკური. არსებითად არაფერი იცვლება, მითუმეტეს, რომ ორივე საბოლოო ჯამში იქნება ფორმალური თავმჯდომარე, იმიტომ რომ არც ერთს არ აქვს ის რესურსი, რაც პოლიტიკაშია საჭირო. სხვა ადამიანები არიან მათ უკან, რომლებსაც აქვთ ფინანსური და მედია რესურსი. აქედან გამომდინარე, ხაბეიშვილიც და მელიაც არიან მეორეხარისხოვანი ფიგურები, რომლებიც გამოიყენება სხვა პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც რეალურად ასეთ რესურსებს ფლობენ ნაცმოძრაობის შიგნით. აქედან გამომდინარე, ვინ იქნება ფორმალური თავმჯდომარე ნაცმოძრაობაში, არსებითად არაფერს შეცვლის. მთავარია, რომ პროცესები განვითარდეს ნაცმოძრაობის დასუსტების მიმართულებით და ეს ყველა შემთხვევაში ასე იქნება. ასეც და ისიც, ვინც არ უნდა მოიგოს ეს არჩევნები, საბოლოო ჯამში პროცესები მივა პარტიის გაყოფამდე, გახლეჩამდე, სხვანაირად წარმოუდგენელია და ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დასუსტდეს ნაცმოძრაობა", - ამბობს კობახიძე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დაწყებულია და 26 იანვრამდე გაგრძელდება. არჩევნებში ხმის მიცემა 28 იანვრის 10:00 სთ-ზე და 30 იანვარს დასრულდება.

პარტიის თავმდჯომარეობის არჩევნებში 4 კანდიდატი მონაწილეობს: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე. 


close დახურვა