logo
ENG



კობახიძე: ვხედავთ, რომ პრეზიდენტი ექვემდებარება გარკვეულ გავლენებს

30 დეკ 202200:21
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/30/ckuko2z25geo74y.jpg

ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტი ექვემდებარება გარკვეულ გავლენებს. რა გავლენები არის ეს, ამას ვერ დავაკონკრეტებ. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ეს გავლენა რამდენად მძიმე შეიძლება იყოს მასზე. აქედან გამომდინარე, თავად მასაც გაუჭირდება წინასწარ იმის თქმა, მოუწევს თუ არა სააკაშვილის შეწყალება. შესაბამისად შანსები არის, უხეშად რომ ვთქვათ, 50/50-ზე. მე გამიჭირდება პროგნოზების გაკეთება. თუ მასზე ექნება გავლენა, და გავლენაში ძალიან კონკრეტულ რამეს ვგულისხმობ, მძიმე, ასეთ შემთხვევაში, მას შეიძლება მოუწიოს ასეთი ნაბიჯის გადადგმა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ასეც და ისეც, ჩვენ თავიდან ბოლომდე, სრული პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ და რა თქმა უნდა, რისკებს შეიცავს მიხეილ სააკაშვილის გარეთ ყოფნა, მაგრამ თეორიულად ეს ვარიანტიც, რომ განვიხილოთ, ასეც და ისეც ვართ საკუთარი საზოგადოების წინაშე პასუხისმგებელი იმაზე, რომ არ დავუშვებთ ამ ქვეყნის არევას.  

 


close დახურვა