logo
ENG



კობახიძე: ზურაბიშვილის ადგილი ღონისძიებაზე არაა, ყველაფერს აკეთებდა სტატუსის არმისაღებად

15 დეკ 202319:38
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/15/mrhzbxfp0ol9o7x.jpg

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „ადგილი დღევანდელ ღონსიძიებაზე არაა“.

"ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. აქედან გამომდინარე, მისი ადგილი, რა თქმა უნდა, ამ ღონისძიებაზე არ იყო", - თქვა კობახიძემ.

თავისუფლების მოედანზე აქცია-კონცერტი პრემიერმინისტრმა დააანონსა. შეკრება 17:00 საათზე დაიწყო. მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე პრეზიდენტიც იმყოფება. მანამდე, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ეს საქართველოს ზეიმია და სიტყვითაც გამოვა, თუ ამისი შესაძლებლობა მიეცემა.

14 დეკემბერს, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო უკრაინა და მოლდოვა ევროგაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.


close დახურვა