logo
ENG



კობახიძე: თუ პრობლემა ზაფხულში მოგვარდა, წინასაარჩევნო კამპანია ჩვეულებრივად წარიმართება

19 მარ 202015:19
3 წუთის საკითხავი
 
81io4l9ortz82fo.png

"თუ პრობლემა (კორონავირუსის პანდემია) ზაფხულში სრულად მოგვარდა, ამ შემთხვევაში წინასაარჩევნო კამპანია ჩვეულებრივად წარიმართება", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ პრობლემა ზაფხულისთვის მთლიანად აღმოიფხვრება.

„თუ პრობლემა ზაფხულში სრულად მოგვარდა, ამ შემთხვევაში წინასაარჩევნო კამპანია ჩვეულებრივად წარიმართება. დიდ იმედი გვაქვს, ასეც იქნება. ყველაფერი დამოკიდებულია როგორც გლობალურ ტენდენციებზე, ასევე იმაზე, თუ როგორ გაგრძელდება საქართველოში ეს პროცესი. დიდი იმედი გვაქვს, ზაფხულისთვის პრობლემა მთლიანად იქნება მოგვარებული", - განაცხადა კობახიძემ. 


close დახურვა