logo
ENG



კობახიძე: ივანიშვილისგან არათუ თეთრი არ აგვიღია, არც გვჭირდება, ჩვენ ვართ თვითკმარი

09 ნოე 202222:57
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/09/pcgncfqc9lehrzr.jpg

ჩვენ მისგან [ბიძინა ივანიშვილისგან] არათუ არ აგვიღია არცერთი თეთრი მთელი ამ წლების განმავლობაში, არც გვჭირდება... არა, რა თქმა უნდა, [არ აფინანსებდა პარტიას]. ჩვენ ვართ თვითკმარი, ჩვენ გვყოფნის აბსოლუტურად როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში მით უმეტეს, ის რესურსები, რომელსაც ვიღებთ შემოწირულებების გზით.

არცერთი თეთრით მას არც პარტია და არც რომელიმე პოლიტიკოსი თუ რომელიმე სხვა სუბიექტი არ დაუფინანსებია. ეს რომ ასე არ იყოს, გამოჩნდებოდა. კეზერაშვილი რომ აფინანსებს ვიღაცებს და რაღაცებს, ეს ძალიან მარტივად ჩანს და ეს ფაქტები გამოდის საზოგადოების წინაშე. ჩვენ არც ვიღებთ და არც გვჭირდება ფინანსური რესურსები [...] ეს ფულის ამბავი ამოვწურე, კაპიკს არ ვიღებთ, თეთრს არ ვიღებთ ამ ადამიანისგან, არ გვჭირდება უბრალოდ, ელემენტარულად არ გვჭირდება.


close დახურვა