logo
ENG



კობახიძე: კონკრეტულმა ძალებმა საზარბაზნე ხორცად გამოიყენეს უკრაინა

24 ნოე 202515:57
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/24/3k0ttbmu1ryodbi.png

აბსოლუტურად შემაშფოთებელია ის დამოკიდებულება, რასაც ვხედავთ უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ. ვხედავდით, რომ კონკრეტულმა ძალებმა საზარბაზნე ხორცად გამოიყენეს უკრაინა. რაც შეეხება საქართველოს, საქართველოს მიმართაც იყო ასეთი მცდელობა, თუმცა სწორედ ჩვენი უკომპრომისო დამოკიდებულების და ბრძოლის შედეგად მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უარყოფითი სცენარის თავიდან აცილება, რაც ძალიან რთული იყო. ამას დასჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა, ხედავდით, რამხელა წნეხი იყო ჩვენს ქვეყანაზე და რამხელა უსამართლობა იყო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სწორედ ამის გამო, რომ ჩვენ ვიბრძოდით ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის. რაც შევძელით ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ შეძლო ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამ, უკრაინამ, რაც არის ტრაგიკული მოვლენა. ხედავთ, როგორია ამ ომის ჰუმანიტარული შედეგები. როგორია ადამიანური მსხვერპლი, როგორია ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული ზიანი. ქვეყანა მიიყვანეს განადგურებამდე, მოაწყეს რევოლუცია და აღარავინ აიღო პასუხისმგებლობა იმ მოვლენებზე, რომელიც ამის შემდეგ განვითარდა. ეს არის ტრაგიკული მოვლენა და ჩვენ შევძელით ამ სცენარის თავიდან აცილება ჩვენს ქვეყანაში, რასაც დასჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა, თუმცა მოდუნება დღესაც არ შეიძლება. უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა იმისათვის, რომ ქვეყანას შევუნარჩუნოთ მშვიდობა და გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის განვითარება.


close დახურვა