logo
ENG



კობახიძე: ლელო და გახარიას პარტია არის გამორჩეულად საშიში პოლიტიკური სუბიექტი

11 ოქტ 202415:33
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: ლელო და გახარიას პარტია არის გამორჩეულად საშიში პოლიტიკური სუბიექტი

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ლელო და პარტია საქართველოსთვის "გამორჩეულად საშიში პოლიტიკური სუბიექტები არიან". ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც კობახიძემ თქვა, იგი ეთანხმება მამუკა მდინარაძის განცხადების შინაარს. 10 ოქტომბერს მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის წარსულზე და თქვა, რომ ისინი დღეს "საფრთხეს წარმოადგენენ. მდინარაძემ გახარიას აგენტურის ნაწილი უწოდა, ხოლო მის გაპრემიერებას - გახარიას "პატრონებთან" გადახდილი ხარკი.

"მე აბსოლუტურად ვიზიარებ იმ განცხადებას, რომელიც გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა. ლელო და გახარიას პარტია არის გამორჩეულად საშიში პოლიტიკური სუბიექტი ამ ქვეყანაში. რაც შეეხება ნაცმოძრაობას და ახალს, რომელიც შედგება ნაცმოძრაობის სახეებისგან, მათთან დაკავშირებით ყველამ ყველაფერი იცის. მათ აქვთ პირდაპირი კავშირი წინა რეჟიმთან, წარმოადგენდნენ წინა რეჟიმს, მაშინდელ ხელისუფლებას", - თქვა კობახიძემ.


close დახურვა