logo
ENG



კობახიძე: მოვუწოდებ კონკრეტულ დიპლომატებს, თავი შეიკავონ ბილწსიტყვაობის წახალისებისგან

15 ივნ 202313:04
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: მოვუწოდებ კონკრეტულ დიპლომატებს, თავი შეიკავონ ბილწსიტყვაობის წახალისებისგან

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კონკრეტულმა დიპლომატმა "ბილწსიტყვაობა და პოლარიზაცია" წაახალისა. კობახიძემ გაიხსენა პარლამენტის წინ გამარტული აქციები, სადაც მოქალაქეები ბანერების შინაარსის გამო დააკავეს.

კობახიძემ აღნიშნულ ბანერებს "ბილწსიტყვაობის" შემცველი უწოდა და გააკრიტიკა დიპლომატი, რომელმაც ამას გამოხატვის თავისუფლება უწოდა. ქართული ოცნების თავმჯდომარე არ ამბობს, რომელი ქვეყნის დიპლომატს გულისხმობს.

"ამას კონკრეტულმა დიპლომატმა უწოდა გამოხატვის თავისუფლება, კონკრეტულმა დიპლომატმა წაახალისა ზიზღის ენა და ბილწსიტყვაობა და პოლარიზაცია. როგორც ჩანს, კონკრეტულმა ადამიანებმა ეს აღიქვეს, როგორც მწვანე შუქი, და მოაწყვეს მორიგი პროვოკაციები მოაწყვეს ამ დღეების განმავლობაში, ჩვენთვის მიუღებელია რომ კონკრეტული დიპლომატები საქართველოში ახალისებენ პოლარიზაციას, მათ უნდა მიხედონ საკუთარ ქვეყანაში იმ პოლარიზაციას, რომელიც ღვივდება. ეს ადამიანები - კეზერაშვილები, ხოშტარიები და ა.შ. დიპლომატების ასეთ განცხადებებს, ბილწსიტყვაობისა და პოლარიზაციის წამახალისებელ განცხადებებს, აღიქვამენ, როგორც მწვანე შუქს. მოვუწოდებ კონკრეტულ დიპლომატებს, თავი შეიკავონ ბილწსიტყვაობის წახალისებისგან და პოლარიზაციის წახალისებისგან", - განაცხადა კობახიძემ.

2 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ბანერების გამო მოქალაქეები დააკავა. ძირითადად ამ ბანერებზე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ნახსენები.


close დახურვა