პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ახალგაზრდების მიერ გამართულ აქციას, „ნაცმოძრაობის“ მიერ მართულს უწოდებს და აცხადებს, რომ ისინი ბავშვებს ეფარებიან.
როგორც მან აღნიშნა, თავად ვერ ბედავს „ნაცმოძრაობა“ მივიდეს, რადგან მისგან საკადრისი პასუხის მიღების ეშინიათ.
„საყვედური ეთქმის რა თქმა უნდა „ნაცმოძრაობას“, რომლებიც ბავშვებს იფარებენ. თუ ისინი არიან კაცები და ქალები, მოვიდნენ და თვითონ თქვან. იმიტომ ვერ მოდიან, რომ იციან რა პასუხს მიიღებენ. ისინი ჩემგან მძიმე და საკადრის პასუხს მიიღებენ. ვერ ბედავენ, ამიტომ იფარებენ ბავშვებს, რაც კაცისთვის და ქალისთვის საკადრისი საქციელი არ არის“, - აცხადებს კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ აქტივისტები, ირაკლი კობახიძეს, სასტუმრო „ქორთიარდთან“ მონას ძახილითა და სასტვენებით დახვდნენ.