logo
ENG



კობახიძე: ომის პარტიის წევრმა თქვა, უკრაინა არ დასჯილაო, უნდათ, საქართველო ჩართონ კონფლიქტში

04 აპრ 202214:42
3 წუთის საკითხავი
 

ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "ომის პარტია", როგორც ის ენმ-ს მოიხსენიებს, ცდილობს, გაამართლოს თავისი განზრახვა და საქართველო უკრაინის კონფლიქტში ჩართოს. 

"გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ოპოზიციონერის, ომის პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენლის ფრაზა, რომ თუ ვინმე არ არის დასჯილი და დაჩაგრული, ეს არის უკრაინა. ამით ისინი ცდილობენ, გაამართლონ საკუთარი განზრახვა და ეს განზრახვა არის ერთადერთი, რამენაირად საქართველო ჩართონ იმ სამხედრო კონფლიქტში, რომელიც ახლა წარმოებს უკრაინაში. 

რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად აცდენილი სინამდვილეს. ვითარება არის ძალიან მძიმე უკრაინაში ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მდგომარეობა ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას". - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში რუსეთის მსხვერპლთა შესახებ 3 აპრილს თქვა: "სწორედ ამაზე ვსაუბრობდი ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა ამ ომით, ეს იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა და ასეც არის. თქვენ ხედავთ, რომ მთელი რიგი ტერიტორიები არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. ეს პროცესი, ხედავთ, რომ გრძელდება და ამის შემჩერებელი, სამწუხაროდ და საუბედუროდ, არავინ არის"

სწორედ მისმა ამ განცხადებამ და განსაკუთრებით სიტყვა "დასჯის" გამოყენებამ გამოიწვია მოქალაქეთა აღშფოთება. თუმცა, მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლები კრიტიკას არ იზიარებენ. 


close დახურვა