logo
ENG



კობახიძე: ოპოზიციის ინიციატივას, რაც ეხება ოკუპაციას, საგარეო პოლიტიკას, მხარს არ დავუჭერთ

14 ნოე 202315:32
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: ოპოზიციის ინიციატივას, რაც ეხება ოკუპაციას, საგარეო პოლიტიკას, მხარს არ დავუჭერთ

ჩვენს პოზიციას რაც შეეხება ოკუპაციასთან, აგრესიის ფაქტებთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად პრინციპულია და ამას დამატებითი მტკიცება, დადასტურება არ სჭირდება. რაც შეეხება ოპოზიციის დოკუმენტებს, რომლებიც ეხება საგარეო პოლიტიკას, ოკუპაციას და ასე შემდეგ, ჩვენ ჯერ კიდევ ორი თუ სამი წლის წინ ვთქვით, რომ არცერთ მათ დოკუმენტს პრინციპულად არ დავუჭერთ მხარს. ზოგადად, მათი პოლიტიკის მიზანი საგარეო კუთხით, ოკუპაციის კუთხით მათი ერთადერთი მიზანია, რაიმენაირად პროვოკაციებში, პრობლემებში გახვიონ ჩვენი ქვეყანა. ოპოზიციის არცერთ ინიციატივას, რომელიც ეხება ოკუპაციას ან საგარეო პოლიტიკას, ჩვენ პრინციპულად მხარს არ დავუჭერთ.

 


close დახურვა