logo
ENG



კობახიძე: პოლარიზაციის დაძლევას უკავშირდება ნაცმოძრაობის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებას

12 ოქტ 202411:31
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: პოლარიზაციის დაძლევას უკავშირდება ნაცმოძრაობის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებას

ეუთო/ოდირის შუალედური დასკვნა, რაც პრინციპში მთლიანად ასახავს წინასაარჩევნო გარემოს, არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთადერთი პრობლემა გამოიკვეთა ამ დასკვნაში, რაც ისედაც ყველამ ვიცით, ეს არის პოლარიზაცია, ეს არის პოლარიზაცია პოლიტიკურ სპექტრში და ეს არის პოლარიზაცია მედიაში. ეს არის ერთადერთი სისტემური პრობლემა, რაც გვაქვს ქვეყანაში და სწორედ ამ პოლარიზაციის დაძლევას ემსახურება ის გეგმა, რომელიც წარვუდგინეთ საზოგადოებას და რომელიც უკავშირდება კოლექტიური "ნაცმოძრაობის" ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებას. ვიდრე ეს არ მოხდება, პოლარიზაცია ძალაში დარჩება. რაც შეეხება თავისუფალ და კონკურენტულ არჩევნებს, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დადგინდა ვერავითარი არსებითი ხარვეზი. შესაბამისად, მე ყველას მოვუწოდებ, მოემზადონ არჩევნების დღისთვის - ჩვენ მოვემზადებით არჩევნებში გამარჯვებისთვის და ოპოზიცია მოემზადოს მორიგი, მეცხრე მარცხისთვის 26 ოქტომბერს.


close დახურვა