logo
ENG



კობახიძე: რეაგირება უნდა იყოს მოქმედი კონსტიტუციის და მოქმედი კანონის შესაბამისი

18 ნოე 201915:04
3 წუთის საკითხავი
 
7nu0tzx28m7hodf.png

"აქ ძალიან მნიშვნელოვანია კანონის აღსრულება"-ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას. მისი თქმით აქციის მონაწილეები პარლამენტის ბლოკირებით არღვევენ კანონს, და ამაზე რეაგირება უნდა იყოს შესაბამისი.

„რეაგირება უნდა იყოს მოქმედი კონსტიტუციის და მოქმედი კანონის შესაბამისი, ჩვენ ბუნებრივია პატივს ვცემთ მშვიდობიანი გამოხატვის უფლებას, თუმცა ბლოკირება ცალსახად ეწინააღმდეგება კანონს. აქ ინტერპრეტაცია არის შეუძლებელი პირდაპირ კანონში წერია, რომ ბლოკირება ეწინააღმდეგება კანონს. აქედან გამომდინარე აქ საუბარია არა რიგითი ადმინისტრაციული ორგანოს, არამედ უმაღლესი კონსტიტუციური ორგანოს ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე, აქ ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია კანონის აღსრულება“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


close დახურვა