logo
ENG



კობახიძე: სააკაშვილმა თვითონ დაიწყო ომი, მაგრამ ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას

23 თებ 202614:00
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/23/lfua29vtp2lk6b9.png

სააკაშვილის რეჟიმმა თვითონ დაიწყო ომი, მაგრამ, რა თქმა უნდა, გიორგი ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას - 2008 წელს, მაშინდელმა რეჟიმმა ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც ომის დაწყება აღიარა, ეს მე არ გამიკეთებია, - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ეს თქვა წულუკიანმა და ვეთანხმები. სააკაშვილის რეჟიმმა თვითონ დაიწყო ომი, მაგრამ, რა თქმა უნდა, გიორგი ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას. ომი დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა და ამას მოჰყვა შემდეგ რუსული ოკუპაცია. 2008 წელს, მაშინდელმა რეჟიმმა ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც ომის დაწყება აღიარა, ეს მე არ გამიკეთებია. ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები ბაზაში ასე წერია: ომი გადაიზარდა ქართული მხარის მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ მათ ომის დაწყება აღიარეს“,- აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, მან მარო მაყაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ოკუპაცია განხორციელდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან და ამ ოკუპაციას შეეწირა მარო მაყაშვილი.

„თქვენ იცით, იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან. რა თქმა, უნდა ამ ოკუპაციას შეეწირა მარო მაყაშვილი. ეს იყო საბჭოთა არმია, ბუნებრივია, რუსული წამყვანი ძალა იყო საბჭოთა პერიოდში. საბჭოთა ძალა იყო და რუსები იყვნენ ძირითადად წარმოდგენილი საოკუპაციო ძალაში“,- აღნიშნა კობახიძემ.

 


close დახურვა