logo
ENG



კობახიძე: საქართველოში ყველაფერი კარგადაა - სწორედ ამას ვერ ეგუებიან ჩინოვნიკები EU-ში

17 დეკ 202412:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/17/8qw2wddam2di9o4.png

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში ყველაფერი კარგად არის. მისივე თქმით, კონკრეტული ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩამოყალიბებულია მყარი უმრავლესობა, "პარლამენტი" და "მთავრობა" მუშაობს, პრეზიდენტი 29 დეკემბრიდან მუშაობას დაიწყებს, რასაც კონკრეტული ჩინოვნიკები ევროკავშირში ვერ ეგუებიან.

კობახიძის თქმით, საქართველოში გერმანიისა და საფრანგეთისგან რადიკალურად განსხვავებული ვითარება, რადგან, მისი მტკიცებით, ამ ორ ქვეყანაში კრიზისია.

"სწორედ ამას ვერ ეგუებიან კონკრეტული ჩინოვნიკები ევროკავშირში. სწორედ სტაბილურობა არის ის, რაც მათ ასე ძალიან აღიზიანებთ", - აღნიშნა კობახიძემ.

 

close დახურვა