ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ლოკდაუნის გამოცხადება არ იგეგმება.
მისი თქმით, ოპონენტების მხრიდან ლოკდაუნზე საუბარი სპეკულაციაა.
"ხელისუფლების მხრიდან უმაღლეს დონეზე ლოკდაუნთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა, პრემიერმა, მთავრობამ გააკეთეს ეს განცხადებები. მკაფიოდ ითქვა, არავითარი ლოკდაუნი არ იგეგმება. ლოკდაუნი გამოცხადდება ერთადერთი - ქართველი ხალხი 31 ოქტომბერს ლოკდაუნს გამოუცხადებს ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს", - აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.
დღეს 28 ოქტომბერს ევროპულმა საქართველომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ორშაბათიდან, 2 ნოემბრიდან, ქართული ოცნება ლოკდაუნის გამოცხადებას გეგმავს. ევროპული საქართველოში ამბობენ, რომ ქართული ოცნება ამ ნაბიჯით მეორე ტურის წინ ფორის შექმნას აპირებს.