logo
ENG



კობახიძე: ქართული არჩევნები იყო ბევრად ხარისხიანი, ვიდრე მოლდოვური და ამერიკული არჩევნები

07 ნოე 202421:50
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: ქართული არჩევნები იყო ბევრად ხარისხიანი, ვიდრე მოლდოვური და ამერიკული არჩევნები

როდესაც ამომრჩეველი წესებით დაცვით აძლევდა ხმას და მუშაობდა აპარატთან, ამ შემთხვევაში საერთოდ არ ირღვეოდა ხმის ფარულობა. როდესაც შენ თვითონ არასწორად აძლევ ხმას, ასეთი 25 შემთხვევა დაფიქსირდა, ეს როგორ შეიძლება არჩევნების არალეგიტიმურობაზე საუბრის საბაბად გამოდგეს. ყველაფერი თითიდან გამოწოვილია.

თუ სადმე იყო მასობრივად ხმის ფარულობა დარღვეული, ეს იყო იგივე მოლდოვა. პირდაპირ გამჭვირვალე ყუთებში კონვერტების გარეშე აგდებდნენ ბიულეტენებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ხომ ხედავდით, პირდაპირ ცხადად ჩანდა, ვინ ვის აძლევდა ხმას საარჩევნო უბნების უმრავლესობაში. საქართველოში ჩატარდა უმაღლესი ხარისხის არჩევნები, იყო გარკვეული ხარვეზები, მაგრამ ეს ხარვეზები ახასიათებს ნებისმიერ ქვეყანაში არჩევნებს, როდესაც გაქვს 3000 უბანი. მაგრამ თქვენ რომ შეადაროთ საქართველოსა და მოლდოვისა და აშშ-ის არჩევნები, ცა და დედამიწაა ხარისხის კუთხით. ქართული არჩევნები იყო ბევრად უფრო ხარისხიანი, ვიდრე მოლდოვური და ვიდრე ამერიკული არჩევნები.


close დახურვა