თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ, მაგალითად 2020 წლის წინასააარჩევნო პერიოდი, სადაც მე ვაცხადებდი, რომ პლუს-მინუს 90 მანდატი გვექნებოდა და დაემთხვა ისე, რომ ავიღეთ 90 მანდატი. მე ვსაუბრობდი, რომ 2021 წელს გავიმეორებდით 2020 წლის არჩევნების შედეგს და რეალურად მხოლოდ ერთ პროცეტიანი იყო განსხვავება. 48% ავიღეთ 2020 წელს და 47% ავიღეთ 2021 წელს.
ჩვენ არ ვატყუებთ ხოლმე ამომრჩეველს ერთი მარტივი მიზეზის გამო, მათ შორის, გარდა იმისა, რომ ტყუილი არ უნდა იკადრო - ხომ მოვა შემდეგი არჩევნები, ხომ დადგება არჩევნების დღე, ხომ დადგება 28 ოქტომბერი, 8-9-10 საათი და თვალებში ხომ უნდა ჩახედო იმ ადამიანებს, რომლებსაც ატყუებდი, რომ 20-25 პროცენტი აქვს ქართულ ოცნებას.