logo
ENG



კობახიძე: ცენტრი ემპათია ნაცმოძრაობასთანაა კავშირში, სანდოობა არის ნული

01 დეკ 202213:01
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ცენტრი "ემპათიის" მიერ სააკაშვილის შესახებ მომზადებულ სამედიცინო დასკვნის შესახებ ამბობს, რომ ორგანიზაცია "ნაცმოძრაობასთან არის დაკავშირებული", აქედან გამომდინარე "სანდოობა არის ნული".

"პირველი, რაც შეეხება თავად ცენტრი ემპათიას ის პირდაპირ არის ნაცმოძრაობასთან დაკავშირებული, რასაც მისი ხელმძღვანელი არასდროს მალავდა. აქედან გამომდინარე, სანდოობა არის ნულის ტოლი, მიკერძოებულია ჩვეულებრივად ეს ორგანიზაცია. მეორე, რაც შეეხება დიაგნოზს, აქ მარტივად უნდა ითქვას, რა კონკრეტული დაავადებაა ისეთი, რომელიც უნდა იწვევდეს პატიმრის განთავისუფლებას, რაც სხვა პატიმრებს არ აქვთ. თვითონ ჩამონათვალს რაც შეეხება, ასეთი ჩამონათვალი შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ პატიმარს თუ არა პატიმარს. ანუ გარკვეული ტიპის გადახრები, სამედიცინო ჩვენებები, პრაქტიკულად ყველას აღენიშნება. ამიტომ, ასეთი ჩამონათვალი არაფერს არ ნიშნავს თავისთავად."- ამბობს კობახიძე.

ცენტრი ემპათიას სასამართლო საექსპერტო კომისიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით 10 ქართველი და 6 საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ჩაატარა.

ემპათიაში ამბობენ, რომ ექსპერტიზა მიმდინარეობდა 2022 წლის 1 ივნისიდან 28/11/2022 - წლამდე.

ცენტრ ემპათიის განმარტებით, მათ მიერ სააკაშვილის შესახებ მომზადებული სამედიცინო დასკვნა 194-გვერდიანია და თან ახლავს 22 დანართი, რომლის მიხედვითაც სააკაშვილს აღენიშნება "20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი - აქედან კი წამყვანია დაახლოებით 10 დიაგნოზი.

 

 


close დახურვა