logo
ENG



კობახიძე: ხვალ არის ბოლო ვადა, როდესაც უნდა შედგეს კენჭისყრა

13 ნოე 201915:47
3 წუთის საკითხავი
 
cppjcd8kvf00d3z.png

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებებს ხვალ აუცილებლად უნდა ეყაროს კენჭი. მისი თქმით, ამისთვის მმართველ გუნდს სჭირდება კონსულტაციები და ეს კონსულტაციები შედგება ხვალ დილით.

„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ხვალ ვისაუბროთ ჩვენს კოლეგებთან ერთად და შევეცდებით, დავარწმუნოთ ისინი, თუ რატომ არის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უკეთესი. ოპოზიცია გუშინაც საუბრობდა პროცესის მართულობაზე, მაგრამ თქვენ დაინახეთ, რომ ჩვენ მოვხსენით ყველა ფრაქციის გამოსვლა - ეს იყო ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ხვალ არის ბოლო ვადა, როდესაც უნდა შედგეს კენჭისყრა, მანამდე ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, კოლეგები დავარწმუნოთ და შემდეგ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება პროპორციული სისტემის მხარდასაჭერად. იმედი გვაქვს, რომ არ ჩავარდება საკონსტიტუციო ცვლილებები და ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის, ხვალ დილით გვექნება ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები. დღეს მინიშნება იყო გუნდურობაზე - როცა გუნდი იღებს გადაწყვეტილებას, მნიშვნელოვანია, რომ ასე იმოქმედოს გუნდის თითოეულმა წევრმა. ჩვენ გვესმის საკითხის მნიშვნელობა და ამის მიხედვით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხელახლა დავუბრუნდეთ კიდევ ერთ საუბარს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში საკონონდებლო ცვლილებების კენჭისყრა უკვე მეორედ გადაიდო.


close დახურვა