ქართული ოცნება წაგების შემთხვევაშიც კი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ემზადება. ხელისუფლებაში მესამე ვადით დასარჩენად მმართველმა პარტიამ პარლამენტში თავების დათვლა დაიწყო. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებისთვის ხმების 45%-ს ვერ აიღებს და შესაძლოა, კოალიციის შექმნა ვერ მოხერხდეს. მოგვიანებით კობახიძემ პროგნოზი ჩაასწორა და მმართველი პარტიისთვის 60% მოპოვება ივარაუდა. კობახიძემ კოალიციის შექმნა გამორიცხა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, „ევროპულ საქართველოსთან“ და პარტიებთან რომლებიც ხელისუფლების საგრეო პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან. თუმცა არ დაუსახელებია არცერთი მოქმედი პარტია ვისთანაც „ოცნება“ ითანამშრომლებს.
ოპოზიცია კი კობახიძის მათემატიკურ გათვლებს არ ენდობა. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ კობახიძეს რეალური ვერსია წამოსცდა და გადაათქმევინეს. მათ სჯერათ რომ „ქართული ოცნება“ კოალიციას ვერ შექმნის და უმრავლესობასაც დაკარგავს. ოპოზიცია წინა საპრეზიდენტო არჩევნებს იხსენებს, სადაც ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის პირველივე ტურში გამარჯვება იწინასწარმეტყველა თუმცა შეცდა. კობახიძის გათვლები აღიზიანებთ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში შესვლას გამორიცხავენ. მათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.
თუ „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების მინიმუნ 45 პროცენტს მაინც დააგროვებს, მას კოალიციური ხელოსიფლების შესაქმნელად ორი ცდა ექნება. თუ კოალოციას ვერ შექმნის ახალი არჩევნების ჩატარება გახდება საჭირო.