დე ფაქტო პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრის შემდეგ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება "განსაკუთრებული არაფერი" იქნება.
კობახიძე ამტკიცებს, რომ "ერთადერთი ნეგატიური, რაც მაგიდაზე აქვთ, დიპლომატირ პასპორტებზე შეზღუდვების შემოღებაა".
"წინასწარ არის დაახლოებით ცნობილი ის, თუ რა გადაწყვეტილება იქნება დღეს მიღებული, ამაზე გარეთ გამოსულია ინფორმაცია. ნუ განსაკუთრებული არაფერი, ერთადერთი ნეგატიური რაც უდევთ მაგიდაზე არის დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო შეზღუდვების შემოღება, ესეც გარკვეული ვადის შემდეგ. ესეც არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი, ანტიქართული ნაბიჯი. იმედია, საბოლოო ჯამში შეიცვლება ევროკავშირში კონკრეტული პოლიტიკოსების და ბიუროკრატების პოზიციები. იმედი გვაქვს, რომ განსაკუთრებით 20 იანვრის შემდეგ გარკვეული ცვლილებები მოხდება ევროკავშირის პოლიტიკაში. დანარჩენს დაველოდოთ" - თქვა კობახიძემ.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას მართავენ. განიხილება საქართველოს საკითხის.ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით განიხილება სანქციებისა და უვიზო რეჟიმის შეზღუდვა.