logo
ENG



კობახიძე დეკლარაციის ჩავარდნაზე: ეს ხელს ვერ შეუშლის ევროკავშირთან ჩვენს პროგრესს

13 თებ 202022:20
3 წუთის საკითხავი
 
s2pzhhvncgdg0ki.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე თბილისის მერთან კახი კალაძესთან ერთად მიუნხენიდან ფეისბუკ-ლაივში ჩაერთო და ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა. 

კობახიძის განცხადებით, ვიზიტმა დაარწმუნა, რომ საქართველოს ევროპარლამენტში ყავს მეგობრები.

„საინტერესო ვიზიტი იყო და დავრწმუნდით, რომ საქართველოს ყავს მეგობრები. იყო საინტერესო საუბრები ჩვენს კოლეგებთან და ეს არის საფუძველი, რომ გაღრმავდეს ჩვენი ურთიერთობები. საინტერესო იყო ასოცირების კომიტეტის სხდომა, ჩვენ არ გვქონდა მასში მონაწილეობის უფლება, მაგრამ ჩვენი კოლეგები მონაწილეობდნენ ასოცირების კომიტეტის სხდომაში და მათ მადლობა უნდა გადავუხადოთ. არაერთი ოპოზიცია იყო დაყენებული ოპოზიციის მხრიდან, რომელიც როგორც ჩვევიათ სიცრუით იყო გაჟღერებული. ჩვენი მეგობრების ევროპარლამენტარების თანადგომით ცვლილებები ჩავარდა.

დეკლარაცია არ იქნა დამტკიცებული. დეკლარაცია არის დოკუმენტი, სადაც აისახება ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანა განიცდის ასოცირების შეთანხმების იმპლიმენტაციის კუთხით. დოკუმენტი მზადდება თანამშრომლობით ევროპარლამენტარ მეგობრებთან ერთად. დეკლარაცია არ იქნა დამტკიცებული. ბუნებრივია, მიუხედავად ნაციონალური მოძრაობის მცდელობისა, ეს ვერ შეუშლის ხელს ჩვენს პროგრესს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის არსებობის ისტორიაში პირველად, დეკლარაცია ჩავარდა. ერთობლივი დოკუმენტით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება ფასდებოდა. იმის გამო, რომ ევროპარლამენტმა დეკლარაციაში კრიტიკული შესწორებები შეიტანა, „ქართული ოცნების“ დელეგაციამ დოკუმენტი ჩააგდო. შესწორებები კი  „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგი უგულავას დაკავებას, მედიამენეჯერებზე, მათ შორის „ფორმულას“ დირექტორზე ზეწოლის მიუღებლობასა და საპარლამენტო არჩევნებისთვის სამართლიანი სისტემის შემუშავებას ეხებოდა. 


close დახურვა