ბრიფინგს რაც შეეხება, სამწუხაროდ იყო ძალიან სუსტი ანალიზი წარმოდგენილი. ეს სისუსტე ანალიზის შეიძლება ორი რამის შედეგი იყოს: ერთი - ინფორმაციის დეფიციტის, ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა მცდელობა პრეზიდენტისთვის მიგვეწოდებინა დეტალური ინფორმაცია პროცესებთან დაკავშირებით, რაც მათ შორის კულისებში წარიმართება, რაც წარიმართებოდა შარშან, 19 აპრილის შეთანხმების გარშემო, რაც წარიმართებოდა უკრაინაში ომის დაწყებამდე, თუმცა სამწუხაროდ ამ ინფორმაციას ის არ იღებდა, მას არ ჰქონდა ის რეაქცია ინფორმაციებზე, რაც უნდა ჰქონოდა. შესაბამისად, მათ შორის ინფორმაციის დეფიციტის გამო, არ ვიცი, შეიძლება ზოგადად არ ჰყავს ანალიტიკოსები ადმინისტრაციაში, ძალიან სუსტი იყო მთლიანობაში ის ანალიზი, რომელიც იყო წარმოდგენილი და ძალიან ბევრი, მათ შორის საჯაროდ ცნობილი ფაქტი იყო მხედველობიდან გაშვებული.
კობახიძე ზურაბიშვილის ბრიფინგზე: სამწუხაროდ, ძალიან სუსტი ანალიზი იყო წარმოდგენილი
14 ივნ 202221:42
3 წუთის საკითხავი