logo
ENG



კობახიძე კონგრესში მოსმენაზე: კიდევ ერთხელ მოვისმინეთ არაერთი უსამართლო შეფასება

24 ივლ 202411:18
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე კონგრესში მოსმენაზე: კიდევ ერთხელ მოვისმინეთ არაერთი უსამართლო შეფასება

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კონგრესში გამართული მოსმენაზე საქართველოს მიმართებით "უსამართლო შეფასებები" გაკეთდა. ამის შესახებ მან ქართული ოცნების ოფისში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

"კიდევ ერთხელ მოვისმინეთ არაერთი უსამართლო შეფასება საქართველოსთან მიმართებით, ეს იყო თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან, რაც არის სამწუხარო.ჩვენ გვსურს შევთავაზოთ ამერიკელ პარტნიორებს განსხვავებული დღის წესრიგი, გადატვირთვის დღის წესრიგი", - თქვა კობახიძემ.

აშშ-ის კონგრესში საქართველოსა და მოლდოვაში მოახლოებული არჩევნების კონტექსტში აშშ-ის პოლიტიკაზე მოსმენა გაიმართამოსმენა კონგრესის ევროპის საგარეო საქმეთა ქვეკომიტეტმა მოიწვია. 

კომიტეტზე სიტყვით გამოვიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯოშუა ჰაკი, რომელმაც საქართველოში არსებულ ვითარებაზე - ქართული ოცნების ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზე, რუსულ კანონზე, მოახლოებულ არჩევნებსა და მმართველი გუნდის დეზინფორმაციულ კამპანიაზე ისაუბრა.


close დახურვა