logo
ENG



კობახიძე მელიაზე: ეს იყო უალტერნატივო გადაწყვეტილება

12 დეკ 201917:29
3 წუთის საკითხავი
 
ink1fulw6g1ncsv.jpg

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა შეაფასა და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს საკმაოდ მძიმე ბრალდება ჰქონდა და დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის ყველა საფუძველი არსებობდა.

კობახიძის თქმით, გადაწყვეტილება უალტერნატივო იყო. 

„სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით, ეს იყო უალტერნატივო გადაწყვეტილება. მათ შორის დადგენილია კონსტიტუციით და რეგლამენტით კონკრეტული პროცედურა, რომლის საფუძველზეც უწყდება დეპუტატს უფლებამოსილება. გარდა ამისა, საკმაოდ მძიმეა ის ბრალდება, რომლის მიხედვითაც ნიკანორ მელიას სასჯელი შეეფარდა. აქედან გამომდინარე ყველანაირი საფუძველი არსებობდა, რომ მელიას შეწყვეტოდა სადეპუტატო უფლებამოსილება. არავითარ შემთხვევაში არ მოგვიწევს უფლებამოსილების აღდგენა“, - განაცხადა კობახიძემ. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას უფლებამოსილება შეუწყვიტა.

„ნაციონალური მოძროაბის“ ლიდერს ნიკა მელიას ჯარიმა, ყოფილ იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს კი 5 წლითა და 3 თვით პატიმრობა - სასამართლომ „ქართუ“ ბანკის გაკოტრების საქმეზე განაჩენი 7 წლის შემდეგ გამოაცხადა. სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით მოუხდა ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატის დატოვება. გარდა ამისა, მას 25 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდაც მოუწევს, ასევე აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით. გამოძიება მასაც და ზურაბ ადეიშვილსაც, "ბანკი ქართუს" საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებასა და თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვაში დახმარებას ედავებოდა.

„ქართუ ბანკის“ საქმე.


close დახურვა