logo
ENG



კობახიძე მშობლებს: მოარიდეთ შვილები ლიბერალური ფაშიზმის კერებს, ვიზრუნებთ მათ მოშლაზე

05 დეკ 202414:30
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/05/azyyuuozzdiqf32.jpg

ირაკლი კობახიძე გამართულ ბრიფინგზე ამტკიცებს, რომ მშობლებმა შვილები "ლიბერალური ფაშიზმის კერას" უნდა მოარიდონ და ის ქვეყანაში ასეთი კერების "მოშლით" იმუქრება.

კობახიძე ახლაგაზრდების მშობლებს მოუწოდებს, საკუთარი შვილები მოარიდონ "ლიბერალური ფაშიზმის ყველა კერას".

"ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი ფული დაიხარჯა ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიის გავრცელებაზე ჩვენს ქვეყანაში, რაც ძალიან მძიმე მოვლენაა.

მე, მინდა მოვუწოდო, განსაკუთრებით ახალგაზრდების მშობლებს - საკუთარი შვილები მოარიდეთ ლიბერალური ფაშიზმის ყველა კერას, ჩვენ, ჩვენი მხრივ, ვიზრუნებთ იმაზე, რომ ასეთი კერები მაქსიმალურად მოიშალოს ჩვენს ქვეყანაში", - ირწმუნება კობახიძე.

***

28 ნოემბრიდან ქვეყანაში უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელიც ირაკლი კობახიძის განცხადებას მოჰყვა. მისი თქმით, ქართული ოცნება 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

აღნიშნულ განცხადების გამო საქართველოს რამდენიმე რეგიონში სამოქალაქო პროტესტია.

ამასთან, სპეც.რაზმი მომიტინგეებს ფიზიკურად უსწორდება, იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და აკავებს მათ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ბოლო ინფორმაციით, აქციაზე მყოფი მოქალაქეებიდან 319-ია დაკავებული.

 

 

close დახურვა