პლენარულ სხდომაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მწვავე განცხადებები გააკეთეს. მათ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ქვეყანაში არსებული ვითარების გამო გააკრიტიკეს. კრიტიკამ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია.
"ჩამოგითვლით სხვა პროექტებს, რომელიც დაწყებული იყო და თქვენ გააჩერეთ. ეს არის ხელუსუფლება, რომელიც აუცილებლად უნდა დამთავრდეს, თუ ამ ქვეყანას უნდა წინსვლა“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა გოგორიშვილი კი მიიჩნევს, რომ დაპირისპირება პარლამენტში მმართველმა გუნდმა წინასწარ დაგეგმა, რათა საკონსტიტუციოო ცვლილებების განხილვა არ მომხდარიყო.
"სხდომის ასეთი აგრესიით დაწყება, ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს, რადგან ჩვენ განვიხილავთ საკონსტიტუციო ცვლილებებებს და გადასვლას პროპორციულ სისტემაზე, არ უნდა მივცეთ უფლება, რომ სხდომა ჩაშალონ. არ მოგცემთ ამის საბაბას. არ გინდათ რომ ამ ცვლილებებს ხმა მისცეთ და ყველანაირად ცდილობთ, რომ ჩააგდოთ", - აღნიშნა გოგორიშვილმა.
კრიტიკას ირაკლი კობახიძემ უპასუხა და საპარლამენტო ოპოზიცია ეკლესიაზე შტურმის მიტანაში დაადანაშაულა.
"შეურაცხყოფას გვაყენებენ და გვეუბნებიან, რომ ჩვენ, როდესაც ვცდილობთ ეკლესიის დაცვას, ეს ხდება ვითომ რაღაც საბაბით. ეს არის შაურაცხყოფა. ეკლესიაზე შტურმს არ მიგატანინებთ. ბერბიჭაშვილების დრო დამთავრდა საქართველოში", - მიმართა კობახიძემ ოპოზიციას.