logo
ENG



კობახიძე უკრაინაზე: დავაკვირდებით მოვლენებს, ამის მიხედვით გვექნება პოლიტიკური რეაქცია

20 თებ 202214:39
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე უკრაინაზე: დავაკვირდებით მოვლენებს, ამის მიხედვით გვექნება პოლიტიკური რეაქცია

ირაკლი კობახიძე უკრაინის შესახებ ამბობს, რომ მმართველი გუნდი მოვლენების განვითარებას დააკვირდება და ამის მიხედვით ექნება პოლიტიკური რეაქცია.

ქართული ოცნების თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების შეფასება სთხოვეს - უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ მადლიერია იმ ქვეყნების, რომლებიც მხარს უჭერენ, მაგრამ არ ჩამოთვლის მათ, რათა სხვებს არ შერცხვეთ. კობახიძეს ჰკითხეს, ხომ არ მოიაზრებდა ზელენსკი საქართველოს თავის ამ განცხადებაში. 

"საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი, რომელმაც საპარლამენტო რეზოლუციის დონეზე მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენი პოზიცია ამ თვალსაზრისით არის, რა თქმა უნდა, მკაფიო. სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ არის ძალიან მკაფიო და ჩვენი სურვილი ისევ და ისევ არის უკრაინაში ომის არ დაშვება. თუმცა, ტენდენცია არის ძალიან ცუდი, ძალიან სამწუხარო და შეიძლება მივიღოთ შეუქცევადი ნეგატიური პროცესები. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ამის მიხედვით გვექნება ჩვენი პოლიტიკური რეაქცია, სხვადასხვა განვითარების შემთხვევაში". - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

ქართულმა ოცნებამ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, თუმცა, მის ტექსტში რუსეთი ნახსენები არ არის. 


close დახურვა