logo
ENG



კობახიძე „ევრონიუსის“ სამიტზე: ჟურნალისტი სათანადოდ ინფორმირებული არ იყო

03 ნოე 202620:36
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/03/vnar0lo5ilusz13.png

ჟურნალისტი სათანადოდ ინფორმირებული არ იყო, - ამის შესახებ „ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ბრიუსელში, ევროკავშირის გაფართოების სამიტზე „ევრონიუსთან“ ინტერვიუს შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„სამწუხაროდ, არ იყო ჟურნალისტი სათანადოდ ინფორმირებული და იმავეს ვხედავთ ხოლმე ჩვენ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდანაც. ეს შეიძლება, იყოს იმის შედეგი, რომ სათანადო ცოდნა, ინფორმაცია არ აქვთ, შესაძლოა, შეგნებულად აკეთებდნენ ამ ყველაფერს. მთავარია, საზოგადოებამ იცის, რა წერია გამჭვირვალობის შესახებ კანონში. გარკვეულ ეტაპზე ამ სამარცხვინო კამპანიამ თავის შედეგს მიაღწია, საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე მოახდინა ზემოქმედება, თუმცა, ქართველმა ხალხმა ყველაფერი გაიგო და ნახა, რომ არაფერი რუსული ამ კანონში არ არის და პირიქით, ეს არის კანონი, რომელიც მტკიცედ იცავს ჩვენს სუვერენიტეტს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა კობახიძემ.


close დახურვა