logo
ENG



კობახიძემ ირაკლი ხმალაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლა

11 ნოე 202512:09
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების პრემიერის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, ირაკლი ხმალაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა.

შესაბამისი ბრძანება ოცნების პრემიერმა 10 ნოემბერს გამოსცა. 

"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს ირაკლი ხმალაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2025 წლის 10 ნოემბრიდან", - ვკითხულობთ დოკუმენტში. 

ირაკლი ხმალაძე ამ თანამდებობაზე 2025 წლის 15 მაისს დაინიშნა. იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე ის იკავებდა თბილისის ვიცე-მერის პოსტს.


close დახურვა