logo
ENG



კობახიძემ სანქცირებული გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა

20 დეკ 202411:01
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/20/y8r08mlltlqfenp.jpg

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, დე ფაქტო პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატებისგან სანქცირებული ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი კობახიძემ შესაბამის ბრძანებას დღეს ხელი მოაწერა.

"საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში დღეიდან სამი ვიცე-პრემიერი იქნება. პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ასრულებს. ვიცე-პრემიერია თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი", - წერია განცხადებაში.

***

19 დეკემბრის დიდი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სანქციები უწესდებათ: შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, მის მოადგილეს ალექსანდრე დარახველიძეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს სულხან თამაზაშვილს, განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტის უფროსს ზვიად ხარაზიშვილს და მის მოადგილეს მილერი ლაგაზაურს. 


close დახურვა