logo
ENG



კობახიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა

12 ნოე 202512:08
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/12/fi9avit6ubdfsor.jpg

ირაკლი კობახიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ოცნების პრემიერმა ბრძანება 11 ნოემბერს გამოსცა.

"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს ლერი ბარნაბიშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2025 წლის 11 ნოემბრიდან", - ვკითხულობთ დოკუმენტში.


close დახურვა