logo
ENG



კობახიძის აზრით, თუ აშშ თავდაცვის დახმარებას შეგვიმცირებს, თვითონაც დაზარალდება

06 ივნ 202414:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/06/as97qcpzkmhaa5y.jpg

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეულ ფინანსურ დახმარებაზე საუბრისას ამბობს, რომ "NGO-ების დახმარებას დახმარებას ვერ დააქმევდა". 

რაც შეეხება, საქართველოს თავდაცვის დახმარებას, მისი აზრით, თუ აშშ ამ მხარდაჭერას შეამცირებს, ეს მათთვისაც დამაზიანებელი იქნება. 

"რაც შეეხება თავდაცვას, თავდაცვის სფეროში ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ამერიკასთან თანამშრომლობის გაგრძელება, უფრო მეტიც, გაღრმავებაც და აქ ვიტყვი მკაფიოდ ერთ რამეს, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელება არის თანაბრად მნიშვნელოვანი, როგორც ქართული მხარისთვის, ისე ამერიკული მხარისთვის, აქედან გამომდინარე, არ ვიცი, თუ ამ კუთხით აპირებენ რამის შემცირებას, ეს თანაბრად იქნება დამაზიანებელი, როგორც ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის, ასევე, ამერიკული მხარისთვის". 

კობახიძე აშშ-ს "პრაგმატული მოქმედებისკენ" მოუწოდებს. 

"ყველამ უნდა იმოქმედოს პრაგმატულად, ეს არის ჩემი მოწოდება ყველას მიმართ. ჩვენი ინტერესი და სურვილია, რომ გაჯანსაღდეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო პატივისცემა მოქმედი ელჩის მიმართ, განსხვავებით წინა ელჩისგან და ელჩებისგან, მოქმედი ელჩი ამ თვეების განმავლობაში იყო განწყობილი კონსტრუქციულად და დადებითად და მინდა გამოვთქვა იმედი, რომ მისი პირადი წვლილიც იქნება შეტანილი ურთიერთობების გაჯანსაღებაში", - თქვა კობახიძემ. 

***

გუშინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ კანონის მიღებას სერიოზული პოლიტიკური შედეგები მოჰყვება და ეს მხოლოდ რიტორიკა არაა. 

მისი თქმით, საუბარია იმ დახმარების ოდენობაზე, რომელსაც აშშ-საქართველოს უწევს. 

"დაახლოებით $390 მილიონი დოლარია გათვალისწინებული წინა წლის ბიუჯეტის კანონებში, რომელიც ახლა განხილვის პროცესშია, ეს ეხება პოტენციურ სანქციებს, სავიზო შეზღუდვებს, რომლის შესახებაც ორ კვირაზე ნაკლები ხნის წინ განვაცხადეთ, რის შესწავლასაც ახლა ვახდეთ თუ როდის და როგორ განვახორციელებთ", - აღნიშნა მილერმა. 

 


close დახურვა