logo
ENG



კობახიძის თქმით, ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლები ორ ახალ უწყებაში გადანაწილდებიან

29 დეკ 202115:08
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძის თქმით, ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლები ორ ახალ უწყებაში გადანაწილდებიან

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარლამენტს სთავაზობს წინადადებას, რომელიც, მისი თქმით, უზრუნველყოფს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის თანამშრომლებმა სამსახური არ დაკარგონ და გადანაწილდნენ ახლად შექმნილ 2 სამსახურში. 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც სწორედ სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ, კობახიძემ თქვა, რომ მმართველ პარტიას შემუშავებული აქვს სამართლებრივი ნორმატიული პროექტი, რომლის მიხედვითაც: 

სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლები ავტომატურად გადაინაცვლებენ ახალ სამსახურში, რომელიც გამოძიების ფუნქციით იქნება დატვირთული. 

"რაც შეეხება საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტს, კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტს და სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტს, ასევე მრჩეველს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში - ეს პოზიციები განეკუთვნება პერსონალურ მონაცემთა დაცვას - ამ დეპარტამენტების თანამშრომლები, მრჩევლის სახით, ავტომატურად, უკონკურსოდ იყვნენ წარმოდგენილნი ახალ სამსახურში". - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე განცხადებით, შედარებით რთულია საკითხი, რომელიც უკავშირდება ადმინისტარციული ფუნქციებით დატვირთულ დეპარტამენტებს.

"ეს არის ინფორმაციული ტექნოლოგიების და მონიტორინგის თანამშრომლები, ადმინისტრაციული, იურიდიული, საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი და გენინსპექცია - ამ შემთხვევაში გთავაზობთ, საკუთარი არჩევანის, მათი ნების შესაბამისად, თითოეულ თანამშრომელს მივცეთ საშუალება, გადანაწილდნენ ამ ორ სამსახურში. 

ამ წინადადებით გარანტირებული იქნება ამ 120 თანამშრომლის გადაყვანა ახალ სამსახურში". - თქვა ირაკლი კობახიძემ.


close დახურვა