logo
ENG



კობახიძის თქმით, შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯებისას პარტნიორების აზრს გაითვალისწინებს

16 აპრ 202121:21
3 წუთის საკითხავი
clock 675

ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი გაითვალისწინებს ამერიკელი პარტნიორების მოსაზრებებსა და რჩევებს შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისას.

როგორც კობახიძემ Facebook-ზე დაწერა, ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი ვიზიტი დასრულდა. 

"პარტნიორებს მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია რეგიონში და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ პოლიტიკური დიალოგის პროცესზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მეგობრების მოსაზრებების მოსმენა. ბუნებრივია, მათ მოსაზრებებსა და რჩევებს გავითვალისწინებთ შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისას", - წერს ირაკლი კობახიძე. 

კობახიძის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ სენატორებსა და კონგრესმენებს. აღსანიშნავია, რომ მათ შორის, შეხვდნენ კრიტიკულობით ცნობილ სენატორ შაჰინსა და რიშს, ასევე კონგრესმენ კინზინგერს. 

ირაკლი კობახიძე აშშ-ში საქმიანი ვიზიტით 12 აპრილს გაემგზავრა.

14 აპრილს ამერიკის ხმის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კვლავ იმედგაცრუებულია ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეუთანხმებლობის გამო, რაზეც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობა, მათი თქმით, ხელისუფლებას აკისრია. 


close დახურვა