ქართული ოცნების თავმჯდომარის პარტიული კარიერა ბოლო დღეებს ითვლის. ფორმულას წყაროს ინფორმაცია, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გავავრცელეთ, სულ უფრო რეალური ხდება. თვის ბოლოს პარტიული შეკრება გაიმართება და სწორედ ამ სხდომაზე გადაირჩევენ ირაკლი კობახიძეს. ქართული ოცნების ლიდერი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდება. კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში გადადის, სადაც ადგილი თავისუფლდება. ახალი კანდიდატის წარდგენის ვადა ზუსტად ემთხვევა ოცნების პოლიტიკურ კალენდარს.
კობახიძის პარტიულ კარიერაში მოახლოებული ცვლილებები
09 ივნ 202120:35
3 წუთის საკითხავი