logo
ENG



კობახიძის სექსისტური განცხადებები გასაკვირი არაა - ხოშტარია

19 თებ 202007:37
3 წუთის საკითხავი
 

"ოცნების" აქტივისტების გარდა ელენე ხოშტარიას თავს პარტიის ლიდერებიც ესხმიან. ირაკლი კობახიძე "ევროპული საქართველოს" წევრს რუსეთის უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს და მისი დიპლომის წარმომავლობით ინტერესდება.

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ იმ ფონზე როდესაც „ქართული ოცნება" მას გავრილოვის ჩამოყვანას აბრალებდა, ახლა მმართველი გუნდისგან არაფერი უკვირს. ხოშტარიას განცხადებით, დიპლომის წარმომავლობა ადამიანის პოლიტიკურ კურსს არ განსაზღვრავს. ამ განცხადების შემდეგ, პარლამენტის გადამდგარმა თავმჯდომარემ, ოპოზიციონერ ლიდერს სასოწარკვეთილი „ნაციონალი" დიასახლისიც უწოდა.  

"ადამიანებს არ განვიხილავ იმის მიხევდით, სად ისწავლა. ის ფასდება თავისი ქმედებებით, ამიტომ ცხადია ესაა პროპაგანდა. ფაქტია, საბჭოთა კავშირი დღევანდელ პარლამენტში მოაწყო "ქართულმა ოცნებამ". სადაც კობახიძე კონგრესმენეზე იძახის გაუგებარ რაღაცებს, ჩემი მისამართით გაკეთებული სექსისტური განცხადებები გასაკვირი აღარაა",-აღნიშნა ელენე ხოშტარიამ. 

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშილს "სასოწარკვეთილი ნაციონალი დიასახლისები" უწოდა. აღსანიშნავია, რომ მათ გუშინ,  პარლამენტის სხდომათა დარბაზში არჩილ თალაკვაძის მოხსენების დროს საბჭოთა ჰიმნი ჩართეს. 


close დახურვა