logo
ENG



კობერიძე: გირჩი-დროას, ახალსა და ლელოს შორის საკითხების უდიდესი ნაწილი შეთანხმებულია

08 ივლ 202416:37
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/08/k0f8zrtfvpa1w70.jpg

ამ 2-3 დღის განმავლობაში ძალიან სწრაფ რეჟიმში ხდება ეს მოლაპარაკებები. ამ წამსაც მიმდინარეობს შეხვედრა. ყველა მონაწილე მხარე, გირჩი-მეტი თავისუფლება, დროაც, ლელოც და ახალიც მოტივირებულია, რომ დღესვე იყოს გადაწყვეტილება მიღებული. საკითხების უდიდესი ნაწილი შეთანხმებულია, მხოლოდ რამდენიმე დეტალია ახლა შესათანხმებელი და ამაზე მიდის საუბარი. დიდი იმედი მაქვს, რომ საღამოს მოესწრება. 

ფუნდამენტური ისეთი საკითხი არ ყოფილა, რის გამოც მოლოდინი გვექნება, რომ შეთანხმება ვერ ხდება. პირიქით, მე დიდი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება შედგება. 

[...] დიდი პროპორციით და დიდი შანსით მიღებულია ეს გადაწყვეტილება.


close დახურვა