ამ წუთებში პარლამენტში სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც მხოლოდ უმრავლესობის წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატები ესწრებიან. პარლამენტში სიტყვით გამოვიდა დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან კობერიძე, რომელმაც ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას დააკისრა“.
„მინდა ორიოდე სიტყვა გითხართ ამ შექმნილ ვითარებაში, რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ისმინებოდეს, ის ყველაფერი, რაც ხდება ეს არის სწორედ "ქართული ოცნებისთვის" მომგებიანი. თქვენ და "ნაციონალური მოძრაობა" ერთად მართავთ ქვეყანას ერთად მართავთ ქვეყანას იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ერთად მიიღეთ იმ მოპარვით ქართული საზოგადოებისთვის ქართული საზოგადოებისთვის საერთო სახალხო შეთანხმების, რასაც ერქვა პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა, თქვენ მორალური უფლება მიეცით ისეთ ადამიანებსაც კი, რომლებსაც არანაირი მორალური უფლება არ გააჩნდათ თავიანთი მმართველობის შემდეგ გამოვიდნენ დღეს და საზოგადოება მოძღვრონ“,-განაცხადა ლევან კობერიძემ.