logo
ENG



კობერიძე აქციის დაშლაზე: ჩემი აზრით ეს იყო ძალის გადამეტება

26 ნოე 201914:03
3 წუთის საკითხავი
 
x5ikf87ugpmwfpk.jpg

პოლიტიკური განცხადებების შემდეგ დამოუკიდებელმა დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს. ერთ-ერთი მათგანის, ლევან კობერიძის თქმით, ისინი არ აპირებდნენ ეყურებინათ როგორ ჩამოურიგებდნენ თანამდებობეს, იმ ადამიანებს, ვისაც საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნაში მიიღეს მონაწილეობა.

„ეს ბოიკოტის ფორმა არ არის. ჩვენ ჩვენი პოლიტიკური განცხადებები გავაკეთეთ, დავაფიქსირეთ მოსაზრება, რომ დღეს ქვეყანას "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" ერთად მართავს და ამ ორპოლუსიანობით უნდათ, რომ მიიყვანონ საქმე ვადამდელ არჩევნებამდე იმისათვის, რომ ამ ორ ძალას შორის იყოს არჩევანი. იმის ყურებას, როგორ ჩამოურიგებენ თანამდებობეს დეპუტატებს, რომლებმაც თავი გამოიჩინეს პროპორციული არჩევნების ხალხისათვის მოპარვაში, ჩვენ არ ვაპირებთ და ამ სხდომაზე ჩვენთვის საინტერესო არაფერი ხდება“,-განაცხადა კობერიძემ.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ასევე ისაუბრა ღამით რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებზე. მისი თქმით წყლის ჭავლით აქციის დაშლა იყო ძალის გადამეტება.

„ის, რაც ჩაიდინა "ქართულმა ოცნებამ" ამას ქვია ხალხის გადაგდება, შესაბამისად საქართველოს მოსახლეობას, საპარლამენტო არასაპარლამენტო ოპოზიციას ნებისმიერი ფორმით პროტესტის გამოხატვის უფლება მისცა. რაც შეეხება ის, რაც მოხდა ღამე -5 გრადუსი როა გარეთ, ადამიანებს წყლის ჭავლს რომ მიუშვერ, რომელიც არ წამოადგენდენ არაფრის საფრთხეს, დილის 5 საათზე არავინ არ აპირებდა პარლამენტში მისვლას, ჩემი აზრით ეს იყო ძალის გადამეტება და ჩემთვის არ არის ადამიანური“,-განაცხადა ლევან კობერიძემ.


close დახურვა