logo
ENG



კობი-გუდაურის გზაზე ტრანსპორტის გადაადგილება კვლავ აკრძალულია

01 თებ 202017:11
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში დიდთოვლობა გრძელდება. უკვე ორი დღეა, უხვი ნალექისა და ზვავსაშიშროების გამო, კობი-გუდაურის გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. შექმნილი მეტეოროლოგიური პრობლემების გამო, მოქალაქეებს ავტომობილებში უწევთ ყოფნა. მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მყოფი ოჯახები კი ამბობენ, რომ მანქანაში ბენზინი უთავდებათ და ვეღარ თბებიან. 

ბენზინთან ერთად, მგზავრების თქმით, უკვე საკვები და წყალიც დეფიციტურია, თუმცა ჯერ ისევ არ იციან, როდის გაიხსნება გზა. 

ამ დროისთვის გზა საპატრულო პოლიციას აქვს გადაკეტილი.


close დახურვა