logo
ENG



კობიაშვილი: UEFA-სთან კომუნიკაცია დავიწყეთ, მალე გვეცოდინება, რა ფორმით გაიცემა ბილეთები

28 მარ 202400:54
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/28/iybps6nwwrdmpke.jpg

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, UEFA-სთან დაწყებული აქვთ კომუნიკაცია და ბილეთების თაობაზე ინფორმაციას ახლო მომავალში გაასაჯაროებენ. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. 

"ჩვენ UEFA-სთან გვაქვს უკვე დაწყებული კომუნიკაცია, ახლო მომავალში გვეცოდინება და ამას საჯაროდ განვაცხადებთ, თუ რა ფორმით მოხდება ჩვენი გულშემატკივრებისთვის ბილეთების გაცემა, რა პლატფორმებზე იქნება ეს შესაძლებელი. ამას UEFA უწევს ორგანიზებას და სავარაუდოდ, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება. თვითონ თავიანთ პლატფორმებზე გაყიდიან ბილეთებს, თუ როგორც მოხდება. 

დღეს გამიჭირდება ამაზე კონკრეტული რაღაც ვთქვა, შემიძლია ვთქვა, რომ ყველა თამაშზე როგორც ერთი გუნდის, ასევე მეორე გუნდის გულშემატკივრებს თანაბრად უნაწილდებათ ბილეთები. რაღაც ნაწილი, სავარაუდოდ, საჯარო სივრცეში გაიყიდება, ნაწილს თვითონ UEFA იტოვებს თავისი პარტნიორებისა და სპონსორებისთვის და ამ ყველაფერზე ახლო მომავალში ჩვენ განცხადებას გავაკეთებთ, სადაც გულშემატკივრებს ექნებათ სრული ინფორმაცია", - განაცხადა კობიაშვილმა. 

საქართველო ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში ჩატარდება. საქართველოს ეროვნული ნაკრები 18 ივნისს თურქეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. 


close დახურვა