logo
ENG



კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით, ბრიტანეთმა ევროპაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა

06 მაი 202011:22
3 წუთის საკითხავი
 

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით დიდმა ბრიტანეთმა ევროპის მასშტაბით პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის მსხვერპლთა რაოდენობამ 29 ათას 427-ს მიაღწია. მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ ინფექციით დიდ ბრიტანეთში 693 ადამიანი გარდაიცვალა.

ვირუსის გავრცელების შემდეგ ევროპის მასშტაბით კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით პირველ ადგილს იტალია იკავებდა.

ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო  24 საათის განმავლობაში გარდაცვალების შემთხვევები, თუმცა კლების ტენდენციით კვლავ დაფიქსირდა ესპანეთში, იტალიასა და საფრანგეთში. გამონაკლისია გერმანია, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ ინფექციით არავინ გარდაცვლილა. 


close დახურვა