logo
ENG



კოვიდ-19-ის გავრცელება საქართველოშიც, შესაძლოა, გაცილებით ადრეა დაწყებული

05 მაი 202020:08
3 წუთის საკითხავი
 

კოვიდ-19-ის გავრცელება საქართველოშიც, შესაძლოა, გაცილებით ადრეა დაწყებული -  დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, საქართველოსთვის ახლა ყველაზე აქტუალური კორონავირუსის გავრცელების კალენდარში მოსალოდნელი ცვლილებებია.

საფრანგეთის მაგალითის შემდეგ, სადაც პირველი დაინფიცირებულის დაავადების თარიღად 27 დეკემბერი დაადგინეს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ანტისხეულებზე მასობრივი ტესტირება.

საერთაშორისო მედიაში დამატებითი ეჭვები გაჩნდა იმის დასამტკიცებლად, რომ ჩინეთი ამ ინფექციის გავრცელებას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა.

უკვე ნათელია, რომ საქართველოში კორონავირუსი გაცილებით მეტ ადამიანს აქვს გადატანილი, ვიდრე დღეისთვის დადასტურებული 604 შემთხვევაა - ჯანდაცვის მინისტრმა აღიარა, რომ ქვეყანას ჰყავს უსიმპტომო პაციენტები, რომლებიც კორონავირუსის არსებულ სტატისტიკაში არ შედიან.

ზუსტი სურათის დასადგენად ანტისხეულზე ტესტების ჩატარების აუცილებლობაზე სპეციალისტები დიდი ხანია საუბრობენ. ინფექციონისტები ამბობენ, რომ საქართველოში კოვიდ 19-ის გავრცელების თარიღად  26 თებერვლის ნაცვლად იანვარი უნდა ვივარაუდოთ. 


close დახურვა