logo
ENG



კოვიდით კიდევ 39 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა 1838 ახალი შემთხვევა

12 სექ 202110:35
3 წუთის საკითხავი
 

11 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 39 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 1838 ახალი შემთხვევა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 605 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 226 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 379 PCR ტესტით.  დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  7.79%.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 838 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 675 შემთხვევა, აჭარაში - 201, იმერეთში - 257, ქვემო ქართლში - 97, შიდა ქართლში - 72, გურიაში - 77, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 198, კახეთში - 206, მცხეთა-მთიანეთში - 22, სამცხე-ჯავახეთში - 26, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 580 869-ს. დღემდე ვირუსს ჯამში  8 185 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 31 048.


close დახურვა