logo
ENG



კოვიდინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა

16 ივლ 202112:43
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა. 

ჩვილი ციციშვილის სახელობის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. 

კლინიკაში რჩება კიდევ ორი ინფიცირებული ჩვილი, რომელთა მდგომარეობაც მძიმეა. მათგან ერთს ვირუსის ალფა (ბრიტანული) შტამი დაუდასტურდა, მეორეს კი დელტა (ინდური).

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ჩვილს კორონავირუსის ალფა (ბრიტანული) შტამი ჰქონდა დადასტურებული.

საქართველოში კორონავირუსის 1 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსის შედეგად კი 13 გარდაიცვალა. 

 

close დახურვა