logo
ENG



კოლსი: მტკიცება, რომ ეუთო/ოდირმა არჩევნებს ლეგიტიმაცია მიანიჭა, სიმართლეს ვერ დამალავს

22 დეკ 202410:30
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/22/8nafjkma7z0e122.jpg

ტყუილი იზრდება იქამდე, სანამ მათ, ვინც ის მოიგონა, ბოლომდე არ გადაყლაპავს. ქართული ოცნების ბოლო გამოგონება - თითქოს ეუთო/ოდირმა ამ არჩევნებს ლეგიტიმაცია მიანიჭა, სიმართლეს ვერ დამალავს: ამომრჩევლების დაშინებას, ძალადობასა და სისტემურ მანიპულაციას.

ეს არ არის დემოკრატია, ეს კონსტიტუციური გადატრიალებაა. საერთაშორისო საზოგადოებამ ქართველი ხალხის გვერდით დგომა და ახალი არჩევნების მოთხოვნა უნდა განაგრძოს იმისთვის, რომ აღადგინოს საქართველოს გზა თავისუფლებისა და სამართლიანობისკენ. ქართველი ხალხის ერთადერთ ლეგიტიმურ ხმად პრეზიდენტი, სალომე სურაბიშვილი რჩება. 

ძველი საბჭოური ჩვევები ძნელად კვდება, თუმცა სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს. ყოველთვის.

 


close დახურვა