logo
ENG



კომენდანტის საათი დილის 05:00 საათის ნაცვლად 04:00 საათამდე იმოქმედებს

01 ივნ 202111:18
3 წუთის საკითხავი
 
კომენდანტის საათი დილის 05:00 საათის ნაცვლად 04:00 საათამდე იმოქმედებს

კომენდანტის საათი დილის 05:00 საათის ნაცვლად 04:00 საათამდე იმოქმედებს. 

გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. 

მიზეზად სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ფერმერთა მხარდაჭერა დასახელდა.

კომენდანტის საათი 2020 წლის 9 ნოემბრიდან დაწესდა. თავდაპირველად გადაადგილება ქვეყნის დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში შეიზღუდა. მაშინ მოქალაქეებს გარეთ გასვლა 22:00-დან 05:00-მდე ეკრძალებოდათ. გამონაკლისი არჩევნების მე-2 ტურის დროს დაუშვეს, როდესაც შეზღუდვა 2 ღამით გაუქმდა.

მოგვიანებით, არჩევნების მეორე ტურიდან რამდენიმე დღეში, საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვა უფრო გაამკაცრა და გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან აამოქმედა.

17 მაისიდან კომენდანტის საათი 23:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე მოქმედებდა. 

გამონაკლისის სახით, კომენდანტის საათი კიდევ 2-ჯერ, ახალ წელსა და 7 იანვრის შობის ღამეს მოიხსნა. გადაადგილების შეზღუდვა საქართველო-ესპანეთს შორის გამართული საფეხბურთო მატჩის დროსაც შემსუბუქდა და მხოლოდ ბილეთების მქონე პირებს შეეხო. 

აღსანიშნავია, რომ ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით არა ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, როგორც რიგითი მოქალაქეების, ისე ბიზნეს სექტორის მიერ.


close დახურვა